ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმებით აგრესორი ომს ყოველდღიურად გრძნობს

ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმებით აგრესორი ომს ყოველდღიურად გრძნობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„გასული 24 საათის განმავლობაში, დარტყმები რუსეთის ორ ქიმიურ საწარმოზე განხორციელდა. ტაგანროგში უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებმა დრონების საწარმოს, საცავსა და Pantsir-S2-ის სისტემას დაარტყეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, დარტყმები განხორციელდა შავ ზღვაში არსებულ სამიზნეებზეც.

„ასევე, მიმდინარე კვირაში ჩვენი მებრძოლების წარმატებული სამუშაოს დადასტურება გვაქვს. კერძოდ, კრასნოდარის მხარესა და როსტოვის ოლქში „სუ-33“ ტიპის თვითმფრინავი და „მი-8“ ტიპის ორი ვერტმფრენი განადგურდა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ