უკრაინა ოქტომბერში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუდნისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, კითხვაზე მზადდება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, ბუდანოვმა უპასუხა: “ვემზადებით, ოქტომბრისთვის”.
მან ასევე დაადასტურა, რომ საუბარია სამმხრივ ფორმატზე, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლო ადგილზე.
ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა “ნამდვილად მადლობას გადაუხდის ყველას, ვინც მას ეხმარებოდა, ვინაიდან პრინციპში ეს სასარგებლოა - უკრაინა მეგობრის სტატუსში გყავდეს, და არა რამე სხვის”.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია “ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის” კონფიგურაციაზე.
მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა უნდა განსაზღვრონ არა მხოლოდ უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ “უსაფრთხოების ამ არქიტექტურაში უკრაინის მისია და როლი” და აღნიშნა, რომ “უკრაინა ნამდვილად მზად არის ამაში აქტიურად მოანწილეობისთვის და ღიათ სთავაზობს ამას”.
,,ამბობენ, რომ ევროპამ უნდა გაიღვიძოს, მოემზადოს. და არასდროს გიფიქრიათ, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ უბრალოდ არ იყოს ამისთვის დრო? და რეალობა კარზე კი არ მოგიკაკუნებთ, არამედ ჩექმით შეანგრევს კარს? ასეც ხდება ხოლმე,” - განაცხადა ბუდანოვმა.