ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ოლიგარქების მეგობრებად აღქმის დრო ნამდვილად არ არის ევროპისთვის

რუსი ოლიგარქების მეგობრებად აღქმის დრო ნამდვილად არ არის ევროპისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

,,მაშინ, როდესაც უკრაინის ეკონომიკა უბრალოდ სამიზნეა რუსეთისთვის, რუსი ოლიგარქების მეგობრებად აღქმის დრო ნამდვილად არ არის ევროპისთვის. მაშინ როდესაც რუსეთი ყოველ ევროსა და დოლარს ომის გასაგრძელებლად იყენებს, ამორალური და სუიციდალურია რუსული ბიზნესებისთვის შესაძლებლობების მიცემა იცხოვრონ ომის შედეგების გრძნობის გარეშე. უსმანოვი და ფრიდმანი სწორედ ისეთი რუსი ბიზნეს ფიგურები არიან, ვინც გამბედაობა უნდა იპოვონ, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ომის წინააღმდეგ. ეს სწორედ ისეთი რუსული ეკონომიკაა, რომელსაც არ უნდა მიეცეს დამატებითი შესაძლებლობები, მაშინ როდესაც უკრაინული ეკონომიკა რუსული ტერორისა და პუტინის მიერ ომის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო ზარალდება,” - წერს ზელენსკი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ