რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მრევლს ჯვართამაღლებას ულოცავს.
„დღეს სომხური ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს. ჯვართამაღლება ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან უმნიშვნელოვანესია, რადგან ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებისადმია მიძღვნილი. ჯვართამაღლება სომხური ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგანია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ჯვართამაღლებას ულოცავს “, - აღნიშნულია მილოცვაში.