“სამხრეთ ოსეთი” მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის.
ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა”, მარატ კამბოლოვმა განაცხადა.
“მეკითხებოდნენ საქართველოსთან საზღვრის გახსნაზე ჩვენი რესპუბლიკის გავლით ტრანზიტისთვის. პირდაპირ ვიტყვი: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის - არც მორალურად, არც ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით. ჩვენი ერისთვის უსაფრთხოების საკითხი დაკავშირებულია გადატანილ ომთან და დანაკარგებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილებები აქ მყარ გარანტიებს საჭიროებს. ეკონომიკური სარგებელი არ შეიძლება ხალხის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი იყოს”, - განაცხადა კამბოლოვმა.