რუსეთმა უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტი დაბომბა, რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან, ძვირფასო პარტნიორებო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
“რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “იაგოდინზე” ჩვენს სახელმწიფო საზღვრებზე მისი თავდასხმების უბრალო გაგრძელება არაა.
ეს არის პუტინის ტერორის პირდაპირ ევროკავშირისა და ნატოს კარზე “კაკუნი”. რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან, ძვირფასო პარტნიორებო.
იმოქმედეთ ახლავე: მთელი სიმკაცრით აამოქმედეთ სანქციები პუტინის აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. აგრძნობინეთ მოსკოვს მისი ტერორის შედეგები. საჭიროა არა ნახევარზომები, არამედ უკომპრომისო, ძლიერი ნაბიჯები. სრული სავაჭრო ემბარგო. [ქვეყანაში] შესვლაზე სრული აკრძალვები. ყოვლისმომცველი სანქციები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ.
პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მის ბარბაროსობას გაბედული ქმედება მოჰყვება, რაც ომის ფასს მისთვის მიუღებელ დონემდე გაზრდის. ეს მისი შეჩერების ერთადერთი გზაა,” - წერს სიბიგა.