ირაკლი აბესაძე - სახალხო დამცველმა ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს „მეგობრობის მოსაზრებით“ მიმართა - სასამართლოს მოუწევს გააქარწყლოს არა მხოლოდ ადვოკატების, არამედ სახალხო დამცველის მოსაზრება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ირაკლი ნადირაძის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის საქმის გადახედვის მოთხოვნით, სასამართლოს „მეგობრის მოსაზრებით“ მიმართა.

როგორც ირაკლი აბესაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ომბუდსმენი ასაბუთებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მათი დადანაშაულება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.

„ირაკლი ნადირაძეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს უკვე 7 წელი და გამტყუნდა სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ვინც განაჩენს გაეცნობა, მიხვდება, რომ განაჩენი არ ეყრდნობა არანაირ სამართლებრივ მტკიცებულებებს, ლოგიკას. ის მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის პოლიტიკურ ინტერპრეტაციას ეყრდნობა იმ მოვლენებზე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ამ გამკვირვებია სახალხო დამცველის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა. მან პაატა მანჯგალაძის მსგავსად, რომელმაც ეს მოსაზრება პირველივე ინსტანციის სასამართლოს წარუდგინა, ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მიმართა ირაკლი ნადირაძის და ლაშა ბერიძის მიმართ. ის ასაბუთებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მათი დადანაშაულება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ არც დანარჩენი ორი მუხლის ფარგლებში მიგვაჩნია, რომ რაიმე ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი ირაკლი ნადირაძეს ან სხვა ადამიანებს, ვინც ამ საქმეში მსჯავრდებული არიან. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაზე მძიმე მუხლი და ყველაზე დიდი სასჯელია, რომელიც ირაკლი ნადირაძეს და სხვებს განესაზღვრათ, ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველის მოსაზრება რა თქმა უნდა, საინტერესოა. სააპელაციო სასამართლოს მოუწევს გააქარწყლოს არა მხოლოდ ადვოკატების, არამედ სახალხო დამცველის მოსაზრება. შეგახსენებთ, რომ მსგავსი მოსაზრება გამოთქმულია ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის საბოლოო დასკვნაში, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტების ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დევნა“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის დაკავებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არარსებულ ბრალს იგონებს.

"ნათელია, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მხოლოდ იგონებს არარსებულ დანაშაულებს და წარადგენს ისეთ აბსურდულ ბრალს, რაც ბოლო დღეების გამავლობაში გიორგი ბარამიძის შემოხევაში ვხილეთ.

„როგორც ჩანს, არჩევს სისხლის სამართლის კოდექსის მძიმე მუხლებს, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით გამოკეტოს პოლიტიკური ოპონენტები ციხეში. ამის მიზანია, ამ თვალსაზრის დანარჩენ საზოგადოებაზე იქონიონ მსუსხავი ეფექტი, ეცადონ დანარჩენი საზოგადოება დააშინონ. რეალური წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, მოიგონოს, შეთითხნოს ბრალი, რაც მთავარია,ეს გააკეთოს ძალიან მძიმე მუხლებით და მრავალწლიანი სასჯელი განუსაზღვროს პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში