სახალხო დამცველი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან იოსელიანმა ქართველ ემიგრანტებთან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნო, რომლებსაც ემიგრანტები საქართველოსგან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

„სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება ქართველი ემიგრანტი ქალების როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სწორედ მათი დაუღალავი შრომა იყო მრავალი ქართული ოჯახის ეკონომიკური გადარჩენის მნიშვნელოვანი საფუძველი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც კარგად ახსოვს ის სიღარიბე, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო. სამწუხაროდ, ემიგრაციის ტვირთის აღება სწორედ ქართველ ქალებს მოუწიათ. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიმართ - ქალების მიმართ, რომლებმაც შეძლეს უცხო ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება და საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების დახმარება თქვენი დაუღალავი შრომის ფასად“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრა ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით გაიმართა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში