ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცავების მიერ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში