ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს C ჰეპატიტისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს C ჰეპატიტისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადებს.

როგორც ლომინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 80 ათასზე მეტი ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განკურნებულია. მისივე თქმით, დაახლოებით 10 000 ადამიანი, რომელსაც C ჰეპატიტი დაუდასტურდა, მკურნალობას არ იტარებს.

C ჰეპატიტის პროგრამის ათვისების საკითხზე ყურადღება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6-თვის შესრულების ანგარიშის განხილვისას გამახვილდა.

„დაახლოებით 10 000-მდე ადამიანს C ჰეპატიტი დადასტურებული აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არ მიდიან და მკურნალობას არ იტარებენ. უნდა ვისარგებლოთ და განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს მივმართოთ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად ჩაბმული იყოს პროგრამაში. ამ ადამიანების სამკურნალოდ მიყვანა აუცილებელია - უნდა ვისაუბროთ მათ მაღალ თვითშეგნებაზე, რომ პროგრამაში აუცილებლად ჩაერთონ.

ალბათ სულ მალე ჯანმო საქართველოს C ჰეპატიტისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადებს - საუბარი გვაქვს ოქროს სტანდარტზე. ვიცით, რომ 80 ათასზე მეტი ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განკურნებულია“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში