გიგა ფარულავა - თუ ბარამიძის განცხადებები გადაჰყავთ სამართლებრივ ჭრილში, არანაკლებ მძიმე დანაშაული აქვს კობახიძეს, მდინარაძესა და მათ, ვინც საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში

თუ „ოცნებას“ გიორგი ბარამიძის განცხადება სამართლებრივ ჭრილში გადაჰყავს, თავად იაგო ხვიჩიაც უნდა იჯდეს მის გვერდით - არანაკლებ მძიმე დანაშაული აქვს კობახიძეს, მდინარაძეს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვაში - მათ, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად მოუწევთ უმკაცრესი პასუხისგება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ პირდაპირ მოქმედებს და ისინი არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, არამედ თავიანთი ქმედებებით, სამართლებრივ საფუძველს აძლევენ საოკუპაციო რეჟიმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის წინააღმდეგ.

„ბარამიძის სიტყვები არის უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული და მან ამისთვის პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. თუ „ოცნებას“ ეს სამართლებრივ ჭრილში გადაჰყავს, პირველ რიგში, თავად იაგო ხვიჩიაც უნდა იჯდეს მის გვერდით, ვინც რეალურად, ჩაიწერა, გაავრცელა და საზოგადოებას მიაწოდა ეს ინფორმაცია. ეს არ იყო პირდაპირი ეთერი, ეს იყო დამონტაჟებული გადაცემა, რომელიც დღემდე ინტერნეტსივრცეში დევს. მათი განვითარებული ლოგიკით, რატომ არის დღესაც ხელმისაწვდომი მასალა მთელი ინტერნეტსივრცისთვის და საზოგადოებისთვის?!

როდესაც „ოცნებას“ ბარამიძის კონკრეტული განცხადება გადაჰყავს სამართლებრივ ჭრილში, მინდა პარალელი გავავლო და ვთქვა, რომ ასევე, არანაკლებ უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს, „ოცნების" იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს დღემდე ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. მათ, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად მოუწევთ უმკაცრესი პასუხისგება იმ ქმედებებისთვის, რაც ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გააკეთეს.

„ოცნება" ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, პირდაპირ მოქმედებს. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგინეს ბრალი ქართულ ტერიტორიაზე, ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით. ისინი არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, არამედ თავიანთი ქმედებებით, სამართლებრივ საფუძველს აძლევენ საოკუპაციო რეჟიმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა. თუ მათ ბარამიძის ეს კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები გადაჰყავთ სამართლებრივ ჭრილში, არანაკლებ მძიმე დანაშაული აქვს კობახიძეს, მდინარაძესა და იმ ადამიანებს, ვინც დღესაც გამოდიან და საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვაში," - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში