ევროკავშირთან უნიკალური ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
მარკ კარნის განცხადებით, კანადის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.
„ჩვენ ევროკავშირის წევრობისკენ არ ვისწრაფვით. რასაც ვგეგმავთ და რის შესახებაც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, ეს ევროკავშირთან უნიკალური ალიანსია. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ და საერთო პრიორიტეტები გვაქვს“, - განაცხადა კარნიმ.
მანამდე, გამოცემა Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მარკ კარნი კანადასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს.