საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 915.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 % მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან, ექსპორტი 5 422.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 22.1 %), ხოლო იმპორტი 12 493.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.3 %).
მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 7 070.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 %.