მედია - სარემონტო სამუშაოების გამო, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება

სარემონტო სამუშაოების გამო, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება, - ინფორმაციას სომხური მედია კომპანია „გაზპრომ სომხეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია - სამხრეთ კავკასიაზე“ დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნული გაზსადენით სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით, 15-დან 25 სექტემბრამდე შეჩერდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია „გაზპრომ სომხეთის“ პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ პერიოდში სომხეთის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება „უწყვეტად, შეზღუდვების გარეშე, შიდა რეზერვებითა და ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობებით“ მოხდება.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში