ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდმა საინვესტიციო საქმიანობით 3 მილიარდ ლარამდე სარგებელი მიიღო

საქართველოს საპენსიო ფონდმა საინვესტიციო საქმიანობით 3 მილიარდ ლარამდე სარგებელი მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ნაჭყებიამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თანხის ინვესტირებით გამომუშავებული თანხიდან მოგება პროპორციულად ნაწილდება თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

„2026 წლის სექტემბერში ჩვენი მონაწილეების საპენსიო აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ თანხიდან თითქმის 3 მილიარდი ლარი საინვესტიციო საქმიანობით მიღებული სარგებელია, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 7 მილიარდი ლარი, მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ შენატანებზე მოდის. ეს ორივე კომპონენტი, ბუნებრივია, ჯამური აქტივების ზრდაზე ერთდროულად ახდენს გავლენას. ერთის მხრივ, შენატანებით იზრდება საინვესტიციოდ განკუთვნილი თანხა, შემდეგ კი ამ თანხის ინვესტირებით გამოვიმუშავებთ მოგებას, რომელიც პროპორციულად ნაწილდება თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

სქემის გაშვებიდან დღემდე დაგენერირებული მოგება საკმაოდ მასშტაბურია. ამ მაჩვენებლით საქართველოს საპენსიო ფონდი ინვესტიციების მომგებიანობის კუთხით საერთაშორისო დონეზეც გამოირჩევა. OECD-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019-2025 წლებში ინფლაციის გათვალისწინებით მიღებული რეალური ამონაგების მაჩვენებლით საქართველო შედარებულ საპენსიო სისტემებს შორის მე-4 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საინვესტიციო საქმიანობის წარმატებას.

ამ შედეგების მიღწევა 2019 წლიდან დღემდე, დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში მოხდა. ამ პერიოდში საპენსიო აქტივების განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. თუ დასაწყისში აქტივების დიდი ნაწილი საბანკო ანგარიშებზე იყო განთავსებული, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საპენსიო აქტივების დივერსიფიკაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინსტრუმენტებში. ეტაპობრივად დავამატეთ სახელმწიფო და კორპორაციული ობლიგაციები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდები და საერთაშორისო აქციები.

7 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ დაგროვებითი პენსია ადამიანებისთვის სულ უფრო ხელშესახები ხდება. 2026 წლის 31 აგვისტოსთვის დაგროვებითი პენსიით უკვე 35,793-მა ადამიანმა ისარგებლა და მათზე ჯამურად 185 მილიონ ლარზე მეტი იყო გაცემული”, - განაცხადა ანა ნაჭყებიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში