განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისის განახლება.

თიბისის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ბიზნეს ინტერნეტბანკში, რამდენიმე წუთში, სრულიად ციფრულად გააქტიურონ ინტეგრაციის სერვისი და საკუთარი ანგარიშები ბუღალტრული პროგრამებიდან უფრო მარტივად და ეფექტურად მართონ. ამასთანავე, მომხმარებლები, 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ აღნიშნული სერვისით, თუ მას 2026 წლის ბოლომდე გააქტიურებენ ან განაახლებენ.

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში, ინტეგრაცია შესაძლებელია, როგორც საერთაშორისო საბუღალტრო (Balance.ge, FINA და ა.შ) ისე - კომპანიის კუთვნილ, ინდივიდუალურ პროგრამებზე. ასევე, მომხმარებლებს, უკვე ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე, შეუძლიათ პროგრამაში ცვლილებების დამატება, მონაცემების რედაქტირება, კორექტირება, წაშლა და სხვა ქმედებების განხორციელება.

სიახლე კომპანიისთვის ფინანსების მართვის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის და მნიშვნელოვნად დაზოგავს თანამშრომლების დროს.

ბიზნესის ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისით შესაძლებელია:

  • ამონაწერის ინტეგრაცია;
  • ნაშთების შემოწმება;
  • გადარიცხვები საკუთარ და სხვის ანგარიშებზე;
  • საბიუჯეტო გადახდები;
  • ჯგუფური და სავალუტო გადარიცხვები.

„ჩვენი მისიაა ადამიანების და ბიზნესების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც თიბისიში ვნერგავთ. განახლებული ინტეგრაციის სერვისი ავტომატურად ახდენს ბიზნეს ინტერნეტბანკისა და საბუღალტრო პროგრამის სინქრონიზაციას და თანამშრომლებს მნიშვნელოვნად უზოგავს დროს. ამასთანავე, პროცესების ავტომატიზაცია ამცირებს ადამიანური და მექანიკური შეცდომების რისკს, რაც ფინანსების მართვას უფრო მარტივს, სწრაფსა და ეფექტურს ხდის”, - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი.

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: ინტეგრაციის სერვისი

(R)

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში