საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ასკანელი“ შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) კიდევ ერთი მსხვილი და წარმატებული ქართული კომპანია „ასკანელი“ შეუერთდა.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, „ასკანელი“ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1880 წლიდან დაწყებულ ოჯახურ მეღვინეობის ტრადიციას თანამედროვე, სრული ციკლის წარმოებასთან წარმატებით აერთიანებს.

მათივე ცნობით, დღესდღეობით „ასკანელი“ 453 ჰექტარ ვენახს ფლობს და თანამედროვე ქარხნებსა და სახდელებს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კახეთში, თბილისსა და გურიაში. კომპანიის მრავალფეროვანი პორტფელი მოიცავს მშრალ და ცქრიალა ღვინოებს, ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს, დავარგებულ ბრენდისა და ჭაჭას. წარმოების მთელ ციკლზე მკაცრი ხარისხის კონტროლითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, კომპანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს მეღვინეობის მემკვიდრეობისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.

წლიური წარმადობით, რომელიც 20 მილიონ ბოთლს აღემატება, „ასკანელმა“ მყარი საერთაშორისო პოზიციები დაიმკვიდრა და საკუთარ პროდუქციას მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე ახორციელებს.

“მოხარულნი ვართ, მივესალმოთ „ასკანელს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ეს არის კომპანია, რომელიც იდეალურად ითავსებს საუკუნოვან ქართულ მეღვინეობის ტრადიციებსა და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ წარმოებას. „ასკანელის“ წარმატება და მისი გლობალური მასშტაბები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ასოციაციის, ისე მთლიანად ეროვნული ბიზნესსექტორის განვითარებაში,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში