საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსის იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურის და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ახალი სასწავლო კურსის: „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრაზე ამირან გულუაშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. შეხვედრას კურსის ტუტორი და პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. მომხსენებლებმა მონაწილეებს სასწავლო კურსის შინაარსი და ფორმატი გააცნეს.

სასწავლო კურსები საერთაშორისო და ეროვნული კომპონენტებისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა სამ თვეს შეადგენს. საერთაშორისო ნაწილი შემუშავებულია ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

HELP-ის კურსი „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ ყოვლისმომცველი სასწავლო კურსია, რომლის მიზანია იურიდიული და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების ცოდნის გაღრმავება, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების მქონე პირებთან მიმართებით მოქმედი ადამიანის უფლებების სტანდარტების შესახებ.

ამასთან, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი ინსტრუმენტების გარდა, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, სასწავლო კურსში მიმოხილულია სხვა საერთაშორისო სტანდარტები და დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია გაეროს მიერ.

სასწავლო კურსის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის 27 თანამშრომელი გადამზადდება. საქართველო, ევროპის საბჭოს HELP-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების სიაშია. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. 2016-2026 წლებში საქართველოს პროკურატურაში 31 სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა და 530-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა. საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია პროკურორთა კვალიფიკაციის განგრძობადი ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაცია. ამ მიმართულებებით სასწავლო კურსები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში