გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ - რასაც პუტინი აკეთებს, სახიფათოა

პოლონეთის საზღვართან მატარებელზე დარტყმა ვლადიმერ პუტინის მიერ წინასწარ გათვლილი ესკალაციაა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანი ევროპაში შიშის დანერგვაა.

„მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ, რომ პროვოკაციებს ავყვეთ. თუმცა, ამავდროულად, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვა შეგვიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ. ის, რასაც პუტინი აკეთებს სახიფათოა. მან ეს იცის და სწორედ ამიტომ აკეთებს ამას“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს რუსეთმა დრონებით თავდასხმა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე იაგოდინის სადგურზე მყოფ სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე განახორციელა. უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ „უკრზალიზნიცამ“ განაცხადა, რომ შესაძლოა, დრონებით დარტყმის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი იყო, რომელიც ლოკომოტივის დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე, იაგოდინის სადგურზე იდგა. მატარებელში ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოების მრჩევლები და ყოფილი ლიდერები იმყოფებოდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში