Politico - ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმება კვლავ ვერ შეძლეს

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა კვლავ ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მუდმივ წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიუსელში შეიკრიბნენ, ორშაბათს [14 სექტემბერს] ერთსულოვნებისთვის უნდა მიეღწიათ, ვინაიდან, სააქციო რეჟიმის მოქმედების ვადა - რომელიც დაახლოებით 3 000 ფიზიკური პირისა და კომპანიის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს - სამშაბათს იწურება”, - წერს გამოცემა.

არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთი ითხოვდა, რომ სასანქციო სიიდან ამოეღოთ რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი. საფრანგეთი კომპრომისის მიღწევას ცდილობდა და სასანქციო სიიდან მხოლოდ უსმანოვის ამოღებას სთავაზობდა.

ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას არ სურდათ სასანქციო სიიდან ვინმეს ამოღების საკითხის განხილვა მაშინ, როდესაც რუსეთი რეკორდული რაოდენობის რაკეტებს უშვებს უკრაინული სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, “ჰიბრიდული საფრთხეებისა და პოლონეთის საზღვრიდან სულ ერთ კილომეტრში რუსული დრონების თავდასხმების ფონზე რთულია იმის დაჯერება, რომ საფრანგეთი ნამდვილად ითხოვს ამას”.

დისკუსიების ნაწილი იმას ეხება, მიღებული ზომები ექვსი თვით გახანგრძლივდეს, როგორც ეს მიღებულ იქნა 2014 წლიდან, თუ 12 თვით. როგორც ცნობილია, სლოვაკეთს არ სურს უფრო ხანგრძლივი ზომების მხარდაჭერა.

ფრანგი დიპლომატის თქმით, “ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტული პრობლემა გვაქვს და პოზიტიურად რეაგირება გვსურს საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნაზე ბატონ უსმანოვთან დაკავშირებით”.

წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები ორშაბათს, 14 სექტემბერს, მოგვიანებით, კვლავ შეიკრიბებიან შემდგომი განხილვებისთვის.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში