ქონების გადასახადს 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან - 40 000 - ლარიანი ზღვარი უქმდება

ქონების გადასახადის 40 000 -ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე [გაიზარდოს] - 40 000 - ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება. ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ამით ქონების გადასახადის 81 000 პირს გაუუქმდება ეს გადასახადი“,- განაცხადა კირცხალიამ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში