ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სგან ძლიერი წინადადება არსებობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივად შეჩერების თაობაზე - უკრაინა მზად არის მხარი დაუჭიროს დეესკალაციას

აშშ-სგან არსებობს ძლიერი წინადადება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივად შეჩერების თაობაზე, ჩვენ მზად ვართ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ახლა შეერთებული შტატების ძლიერი წინადადება არსებობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივად შეჩერების თაობაზე. და თუ ეს შეიძლება გახდეს დეესკალაციის პირველი ნაბიჯი - ნაბიჯი, რათა შეწყდეს ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები და, საპასუხოდ, ჩვენები - მაშინ უკრაინა მზად არის მხარი დაუჭიროს დეესკალაციას.

ვხედავთ, რომ რუსები გრძნობენ დაძაბულობას რუსეთის საომარი ეკონომიკისადმი ჩვენი შესაბამისი პასუხების გამო. და აქამდე არავის არ უნახავს ომის დასრულებისთვის რუსეთის ნამდვილი სურვილი. მაგრამ თუ ამერიკელი პარტნიორები შეძლებენ იმის უზრუნველყოფას, რუსეთი ნამდვილად მზად იყოს შეაჩეროს სიცოცხლის განადგურების ეს ომი და ეს გულწრფელად და ეს გრძელვადიანად გააკეთოს, უკრაინა გადადგამს დეესკალაციურ ნაბიჯებს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში