ტექნოლოგიური განათლების ახალი სტანდარტი საქართველოში - BTU 10 წლისაა

2016 წელს, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებასთან ერთად, ტექნოლოგიებმა ეკონომიკის, ბიზნესისა და შრომის ბაზრის სწრაფი ცვლილება დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომლის მიზანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთ საგანმანათლებლო მოდელში გაერთიანება იყო.

ათი წლის განმავლობაში ეს იდეა უნივერსიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებად ჩამოყალიბდა. შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, კვლევითი და სამეწარმეო ცენტრები და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კომპანიებთან თანამშრომლობის ქსელი.

BTU-მ ტექნოლოგიები არა მხოლოდ ცალკეულ სასწავლო პროგრამებში, არამედ უნივერსიტეტის მთლიან საქმიანობაში გააერთიანა. საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდების სტანდარტები სასწავლო კურსების ნაწილი გახდა, სტუდენტებისთვის შეიქმნა საერთაშორისო სერტიფიცირების მოდულები, ხოლო World Economic Forum-ის სტრატეგიული ინტელექტის პლატფორმა სწავლებისა და კვლევის პროცესში დაინერგა.

განვითარების მომდევნო ეტაპი ხელოვნურ ინტელექტს დაუკავშირდა. AI ინტეგრირდა სწავლებაში, კვლევასა და მართვაში, შეიქმნა BTUAI, AI ასისტენტები, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო პროგრამები და ქართული ცოდნის ციფრული რესურსები. საერთაშორისო ინიციატივა AI4Globe UNESCO-მ მეცნიერების საერთაშორისო ათწლეულის გავლენიან ინიციატივად აღიარა. უნივერსიტეტის მოდელის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა პრაქტიკულ გამოცდილებასთან კავშირიც. სტუდენტებისთვის განათლება გაფართოვდა ლაბორატორიებში მუშაობით, ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, კარიერული შესაძლებლობებით, საერთაშორისო მობილობითა და სამეწარმეო პროგრამებით. BTU-ს მეწარმეობის ცენტრი MIT Martin Trust Center for Entrepreneurship-ის პირველი წევრი ორგანიზაცია გახდა რეგიონში, ხოლო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუციებს აერთიანებს.

BTU-ს საქმიანობა საუნივერსიტეტო სივრცეს გასცდა. ქალთა ტექნოლოგიური გაძლიერების, ბავშვებისა და ახალგაზრდების ციფრული განათლების, მეწარმეობის, მდგრადი განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების პროგრამებით თანამედროვე ცოდნასა და ახალ შესაძლებლობებზე წვდომა ათასობით ადამიანმა მიიღო.

ათწლეულის განმავლობაში გაძლიერდა უნივერსიტეტის კვლევითი მიმართულებაც. საერთაშორისო კვლევით პროექტებს, სამეცნიერო პუბლიკაციებსა და ახალი ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებას CERN-ის ATLAS ექსპერიმენტთან თანამშრომლობა დაემატა, რაც BTU-ს გლობალურ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ეტაპია.

10 წლის შემდეგ BTU განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. უნივერსიტეტის ხედვა კვლავ იმ იდეას ეფუძნება, რომ თანამედროვე განათლება ტექნოლოგიურ ცვლილებებს წინ უნდა უსწრებდეს, სტუდენტებს კი არა მხოლოდ ცოდნას, არამედ რეალურ ინდუსტრიებთან დაკავშირებულ გამოცდილებასა და მომავლის უნარებს უნდა აძლევდეს.

BTU მომდევნო ათწლეულს ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიანი ინტეგრაციით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებითა და მომავლის უნივერსიტეტის ახალი მოდელის განვითარებით იწყებს.

(R)

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად