ტოიოტას ავტომობილებმა ხარისხის, გამძლეობისა და საიმედოობის დამსახურებით მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მძღოლის ნდობა მოიპოვა. ჩვენს ქვეყანაშიც ტოიოტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდია, რომელსაც მომხმარებელი საიმედო გადაადგილებასა და გრძელვადიან ღირებულებას უკავშირებს.
ტოიოტას მიერ ავტომობილის ხარისხზე ზრუნვა საწარმოო ხაზიდან გამოსვლის შემდეგ არ სრულდება. უწყვეტი გაუმჯობესების ფილოსოფიის (კაიზენი) შესაბამისად, კომპანია ავტომობილის მუშაობას მთელი მისი ექსპლუატაციის პერიოდში აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და მომხმარებელზე ზრუნვის უმაღლესი სტანდარტების შესანარჩუნებლად შესაბამის ზომებს იღებს.
ამ მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სპეციალური სერვის კამპანიები, რომლებიც ავტომობილის უკან გაწვევის (ე.წ. Recall - რიქოლი) კამპანიების სახელით არის ცნობილი. ასეთი კამპანია იწყება მაშინ, როდესაც მწარმოებელი აღმოაჩენს შესაძლო ხარვეზს, რომელიც ავტომობილების კონკრეტულ ჯგუფს შეიძლება შეეხოს.
საკითხის ხასიათიდან გამომდინარე, ავტომობილს შესაძლოა დასჭირდეს შემოწმება, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ან რომელიმე დეტალის შეცვლა ტოიოტას ოფიციალური დილერების ქსელში, ავტომობილის მფლობელისთვის სრულიად უფასოდ.
უკან გაწვევის კამპანიები გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა და მრავალ მწარმოებელს ეხება.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევა Takata-ს უსაფრთხოების ბალიშების გლობალური სერვის კამპანია იყო. Takata უსაფრთხოების ბალიშების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და მრავალი საავტომობილო ბრენდის მომწოდებელი იყო.
მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ავტომობილი განისაზღვრა უსაფრთხოების ბალიშების შესამოწმებლად და შესაბამისი კომპონენტების შესაცვლელად.
ეს კამპანია საავტომობილო ინდუსტრიის მაღალი პასუხისმგებლობის დამადასტურებელია, საავტომობილო სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის დაცვა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე დროულირეაგირება
Takata-ს უსაფრთხოების ბალიშების გლობალურ სერვის კამპანიაში შესაძლოა შედიოდეს ტოიოტას ზოგიერთი ავტომობილიც, რომელიც 2005-2017 წლებშია წარმოებული. მფლობელს შეუძლია სწრაფად გადაამოწმოს, ეხება თუ არა კამპანია მის ავტომობილს. ამისთვის, მომხმარებელმა ტოიოტას ონლაინ შემოწმების სისტემაში უნდა შეიყვანოს VIN კოდი. თუ ავტომობილი აქტიურ სერვის კამპანიაში მონაწილეობს, სისტემა შესაბამის შეტყობინებასა და შემდგომ ინსტრუქციებს აჩვენებს.
ავტომობილის მფლობელებს ვურჩევთ, ქვემოთ მოცემულ ბმულზე VIN კოდის შემოწმების შემდეგ დაუკავშირდნენ Toyota-ს მათთვის სასურველ ოფიციალურ დილერს. ყველა საჭირო შემოწმება და შესაბამისი სამუშაო ტოიოტას ოფიციალური დილერების ქსელში სრულიად უფასოდ ჩატარდება.
https://www.sarii-app.toyota/takata-recall-checker.html
დილერის წარმომადგენლები საჭირო კონსულტაციას გაგიწევენ და ავტომობილის შემოწმებას ან შეკეთებას დაგიგეგმავენ.
ნუ გარისკავ, შეაკეთე! თქვენი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია!
(R)