JAMBO-ს მომხმარებლებისთვის ახალი ეტაპი იწყება — ბრენდის ახლად მოხალული ყავის შეძენა უკვე ნიკორას სუპერმარკეტების ქსელშია შესაძლებელი. ამ დროისთვის JAMBO საქართველოს მასშტაბით ნიკორას 300-მდე ლოკაციაზეა წარმოდგენილი, რაც ბრენდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიმართულებით.
მომხმარებლებს, რომლებიც ჯამბოს ყავას ნიკორას სუპერმარკეტებში განთავსებული თვითმომსახურების აპარატებიდან იცნობენ, ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ იგივე ყავის მარცალი სახლში, საკუთარი გემოვნებისა და მომზადების მეთოდის მიხედვით მოამზადონ.
ნიკორას სუპერმარკეტების დახლებზე წარმოდგენილი იქნება ყავის მარცვლები 250-გრამიან და 1-კილოგრამიან შეფუთვებში, ასევე თურქული ყავა.
ყავის მარცვლებში მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს, როგორც სტანდარტული, ახლად მოხალული მარცვალი ბრაზილიიდან, ასევე სფეშელთი ყავა ეთიოპიიდან და უკოფეინო ყავა კოლუმბიიდან.
JAMBO-ს პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ადგილობრივი მოხალვაა. ყავის მარცვლები საქართველოში იხალება, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს არა მხოლოდ თვითმომსახურების აპარატებში, არამედ სუპერმარკეტის თაროებზეც ახლად მოხალული ყავა შესთავაზოს.
„ჩვენთვის ეს მხოლოდ ასორტიმენტის გაფართოება არ არის. გვსურს მომხმარებელს JAMBO-სთან ურთიერთობის კიდევ ერთი შესაძლებლობა მივცეთ — თუ აქამდე ჩვენს სახლის გარეთ მიირთმევდა, ახლა უკვე შეუძლია მისი გემო საკუთარ სახლში გადაიტანოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი და ახლად მოხალული ყავა ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი გახდეს“, — აღნიშნავენ JAMBO-ში.
(R)