ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ რუსეთი „წმინდა ომში“ გაიმარჯვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ჩრდილოეთ კორეის დაარსების 78-ე წლისთავის მილოცვის საპასუხო წერილში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობის „ყოვლისმომცველი“ გაფართოების ერთგულია.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვლადიმერ პუტინსა და რუს ხალხს „ურყევ მხარდაჭერას“ უცხადებს.
ასევე, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს მიმდინარე „წმინდა ომში ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლიანობის დასაცავად“. როგორც Reuters-ი წერს, მსგავსი ფორმულირება, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს აღნიშნავს.