Reuters - რუსულმა ფრეგატმა დანიის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო მაშხალები გაუშვა - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა

რუსულმა ფრეგატმა დანიის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო მაშხალები გაუშვა, - ინფორმაციას Reuters-ი დანიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული ფრეგატი დანიის სანაპიროსთან საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა, როდესაც სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით ორი სასიგნალო მაშხალა გაუშვა.

მათი ცნობით, ერთ-ერთმა მაშხალამ ვერტმფრენს ძალიან ახლოს ჩაუფრინა.

დანიის თავდაცვის სარდლობაში აღნიშნეს, რომ ვერტმფრენი რუტინულ მისიას ასრულებდა და რუსულ გემს აკვირდებოდა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა.

პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ინციდენტს სერიოზული უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ გასაკვირი არ ყოფილა.

„რუსეთს შიშისა და უთანხმოების დათესვა სურს. ჩვენი პასუხი კი ერთად დგომა, ასევე, დანიისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად