წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა

წინანდლის ისტორიულ მამულში, თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საჯარო ლექცია გამართა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები, წინანდლის ფესტივალის და ისტორიული მამულის სტუმრები დაესწრნენ.

ლექცია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღსანიშნავ ღონისძიებების ციკლის ნაწილია, რომელიც წინანდლის მამულში მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

აღნიშნული ღონისძიება ისტორიულ მამულში მიმდინარე წინანდლის ფესტივალის მე-8 სეზონის ფარგლებში გაიმართა. საფესტივალო დღეებმა გააერთიანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვარსკვლავები, ახალგაზრდა მუსიკოსები, ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიების პარალელურად, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ქართველი მხატვრის, გიგა დათუაშვილის, ნამუშევრები, ჩანახატები და ჩანაწერებია წარმოდგენილი. მხატვრის მემკვიდრეობა ეფუძნება სულიერების, ქრისტიანული მსოფლმხედველობის, ხელოვნებისა და ლიტერატურის მუდმივი შეცნობის იდეას. გამოფენას ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მთელი შემოდგომის განმავლობაში უმასპინძლებს.

ღონისძიებების ორგანიზატორია სილქ ჰოსფითალითი, მასპინძელი წინანდლის მამული. წინანდალსა და „სილქ როუდ ჯგუფის“ სხვა ობიექტებში მიმდინარე საგამოფენო სერიების ტრადიციული მხარდამჭერია კომპანია „სილქნეტი“.

წინანდლის მამული წლების განმავლობაში საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა და წარმოადგენს სივრცეს, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა, ქართული ტრადიციები და თანამედროვე კულტურა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში