„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ საინფორმაციო ონლაინ ვებინარზე იწვევს. შეხვედრა 18 სექტემბერს, 18:00 საათზე ჩატარდება. ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია სრული დაფინანსების მოპოვების გზებზე.
საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, კითხვები საქართველოს ბანკის სტიპენდიატებსა და Chevening-ის პროგრამის კოორდინატორ პირადად დაუსვან.
ვებინარზე განსახილველი თემები:
ვებინარის სპიკერები:
დეტალები შეხვედრის შესახებ:
შეხვედრაზე დასასწრებ ბმულს დარეგისტრირებული მონაწილეები ვებინარის დაწყებამდე, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა პროგრამები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
(R)