ალექსანდრე ლუკაშენკო დონალდ ტრამპის წარმომადგენელს შეხვდა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან ჯონ კოულთან მოლაპარაკებები გამართა.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კოულის ბელარუსში ვიზიტით მოხარულია.
„უნდა გითხრათ, რომ საზოგადოება თქვენი ვიზიტების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ჩვენი მეზობლები და სხვა ქვეყნების ლიდერები ჩვენს შეხვედრას ყურადღებით აკვირდებიან“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ჯონ კოულმა ლუკაშენკოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მოკითხვა გადასცა.
„ის მხარს უჭერს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.