უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსლან კრავჩენკოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსლან კრავჩენკოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლეს რადაში გადაწყვეტილებას მხარი 317-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ სატელეფონო ცენტრების მფარველობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე, რუსლან კრავჩენკომ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 8 სექტემბერს დაწერა. გამოძიება თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის მონაწილეობას ეხება.

ამასთან, 14 სექტემბერს რუსლან კრავჩენკომ გამოაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ ბრალდების წაყენების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. კრავჩენკო სემიონ კრივონოსს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული სპეციალური ოპერაცია „კართაგენის“ ფარგლებში, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალების უკანონოდ ამოღებაში ადანაშაულებს.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრავჩენკოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად