ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ჩვენს ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმებს აგრძელებს

რუსეთი ჩვენს ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმებს აგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთი ჩვენს ენერგეტიკის სექტორზე, ლოჯისტიკის სისტემებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებს. ამისთვის ჩვენი პასუხი რეალურია. უკრაინის თავდაცვის ძალებს ახალი შედეგები აქვთ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით. დარტყმა განხორციელდა ტაგანროგში დრონების საწარმო ობიექტზეც, ასევე ორიოლის ოლქში დრონების გაშვების პოლიგონზე. სამიზნეებზე დარტყმა შავ ზღვაშიც განახორციელა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის მიერ რუსული „ვითიბი ბანკის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„ეს რუსეთის ერთ-ერთი სისტემური ბანკია, რომელიც აქტიურადაა ჩართული რუსეთის ომის მხარდამჭერ სქემებში, კერძოდ ირანთან ურთიერთობაში. ყველა მსგავსი სქემა მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და ნამდვილად უნდა მოიშალოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად