„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ - საპენსიო ჯარიმების ამნისტია პრობლემებს ვერ მოაგვარებს, თუ სისტემური ხარვეზები არ გამოსწორდა

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციის შეფასებით, ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი ხასიათი ექნება და პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებს, თუ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები არ გამოსწორდება.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ ამ ხარვეზებმა ბიზნესის დიდი ნაწილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 700%-ით გაზარდა.

„ჩვენ აქამდეც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული ჯარიმები საპენსიო სააგენტოს სისტემური ხარვეზებით იყო გამოწვეული და მათი ჩამოწერა აუცილებელი იყო. თუმცა, ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი ხასიათი ექნება და პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებს, თუ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები არ გამოსწორდება. სწორედ ამ ხარვეზებმა ბიზნესის დიდი ნაწილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 700%-ით გაზარდა. კერძოდ, პრობლემა საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების გაერთიანებამ წარმოშვა, რის შემდეგაც მინიმალური ცდომილების შემთხვევაშიც კი, სისტემა კომპანიებს ავტომატურად აჯარიმებდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი იყოს გადასახდელი საპენსიო შენატანისა და არსებული დავალიანების ზუსტი ოდენობა, რათა კომპანიამ ვალდებულება ზუსტად და სრულად შეასრულოს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს არსებული საჯარიმო რისკების წარმოშობის ალბათობას. ასევე, მიზანშეწონილია ამოქმედდეს ე.წ. ტოლერანტული ზღვარი, მაგალითად, 1-დან 10 ლარამდე. თუკი აღნიშნულ ზღვარს შემოვიღებთ მიზერული ცდომილების, ან ტექნიკური გადაცდომის შემთხვევაში, კომპანიას ავტომატურად არ დაერიცხება ჯარიმა. ეს იქნება ერთგვარი პრევენცია, რათა ბიზნესი არ დაჯარიმდეს. არსებული პრაქტიკის პირობებში კი, შესაძლებელია კომპანია 1 თეთრიანი ცდომილების გამოც დაჯარიმდეს, რაც არარაციონალურია და ყოველგვარ გონივრულ ჩარჩოს სცდება. გარდა ამისა, გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია საპენსიო სააგენტომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უზრუნველყოს სისტემის ავტომატიზაცია, რომელიც ცდომილების შემთხვევაში ბიზნესს გაუგზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებას და მისცემს გონივრულ ვადას მდგომარეობის გამოსასწორებლად. ზემოთ აღნიშნული ცვლილებები, ერთი მხრივ, კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო პროგნოზირებად და ნაკლები ადმინისტრაციული რისკის პირობებში განახორციელონ საქმიანობა, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად განტვირთავს სასამართლოს და შეამცირებს საპენსიო ვალდებულებებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების რაოდენობას. „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ უახლოეს მომავალში ინიციატივით მიმართავს შესაბამის უწყებებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული, თუ როგორ შეიძლება არსებულ გამოწვევებს სამართლიანად ვუპასუხოთ“,-აღნიშნულია „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ განცხადებაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად