„გაატარე მეტი ფასდაკლებით“ – „ალდაგისა“ და „ვისოლის“ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ და „ვისოლმა“ მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს და მომხმარებლებისთვის ერთობლივი შეთავაზებები წარადგინეს. „გაატარე მეტი ფასდაკლებით“ - კამპანიის მთავარი მიზანი ავტომფლობელებისთვის ყოველდღიური ხარჯების ოპტიმიზაცია და მაქსიმალური კომფორტის შექმნაა.

ინიციატივის ფარგლებში, „ალდაგის“ როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ავტოდაზღვევას, ვისოლის ავტოგასამართ სადგურებში, ყოველ ლიტრ საწვავზე 20-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზების გასააქტიურებლად, მომხმარებლები სმს-ით მიღებული ბმულით გაივლიან რეგისტრაციას ვისოლის ვებ-გვერდზე, ხოლო საწვავის ჩასხმისას „ვისოლის“ აპლიკაციაში ინტეგრირებულ „ალდაგის“ ბარათს წარადგენენ.

ამავდროულად, დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით, მომხმარებლები, რომლებიც „ალდაგის“ ავტოდაზღვევას „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის საშუალებით შეიძენენ, საჩუქრად ერთი თვის სადაზღვევო პრემიას მიიღებენ.

„მსგავსი ტიპის მასშტაბური კამპანია, რომელსაც ვისოლთან ერთად ვახორციელებთ ჩვენი სტრატეგიული ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენი მიზანია, ავტოდაზღვევის მფლობელებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საიმედო ფინანსური დაცვა გაუთვალისწინებელი რისკებისგან, არამედ ინტეგრირებული მომსახურება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს. ვისოლთან პარტნიორობა სწორედ ამ ღირებულების მატარებელია: ის აერთიანებს პრემიუმ კლასის ავტოდაზღვევასა და მატერიალურ შეღავათებს, სადაც თითოეული დეტალი მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული“, - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგის“ ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ სიმშვიდეს უზრუნველყოფს და ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევები, გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები (მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.

ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად