დონალდ ტრამპის ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ კარგი იდეაა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ენერგეტიკული ზავის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ამას ძალიან კარგ იდეად მივიჩნევთ“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ინარჩუნებს.
„მათთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ. ჩვენ ყოველთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მხარეს ვართ“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ ერთმანეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს არ დაარტყან.
„უკრაინა დათანხმდა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს. ასევე დათანხმდა რუსეთი! მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით, არა ირანით“, - დაწერა ტრამპმა.