თურქეთში ლგბტქ+ პირების დაკავება გააპროტესტეს - პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 150 ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლოს შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები ლგბტქ+ ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ბოლოდროინდელი დაკავებების სერიის გაპროტესტებას გეგმავდნენ.
სტამბოლის პოლიციამ, დემონსტრაციაზე სულ მცირე, 150 ადამიანი დააკავა.
ცნობისთვის გასულ-შაბათ კვირას თურქეთის სახელმწიფო ორგანოებმა ოპერაცია „ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ არის“ ფარგლებში, ქვეყნის ქალაქებში ლგბტქ+ ასოციაციების ოფისებში ჩხრეკები ჩაატარეს, ვებგვერდები დაბლოკეს და ათობით ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველებმა სტამბოლში სულ მცირე 26, ხოლო ანკარაში 21 პირი დააკავეს. იზმირის სასამართლომ 16 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.