Wendy’s-ის მსოფლიოში ყველაზე დიდ რესტორანში, დოლიძის ქუჩაზე, VR Arena გაიხსნა. შესაბამისად, რესტორნის მესამე სართულზე სტუმრებს ვირტუალური რეალობის თამაშების მრავალფეროვანი არჩევანი ელით.
Wendy’s-ში ახალგახსნილი VR Arena სხვადასხვა ჟანრისა და სირთულის ვირტუალური თამაშების ფართო არჩევანს სთავაზობს და საინტერესო სივრცეა როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ ითამაშონ ინდივიდუალურად ან მეგობრებთან ერთად, გაიყონ გუნდებად და ვირტუალურ სამყაროში ერთმანეთის წინააღმდეგ გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები. განსაკუთრებული გამოცდილებაა Wendy’s-ის VR Arena-ს ექსკლუზიური თამაშები, რომლებიც მხოლოდ ამ სივრცეშია ხელმისაწვდომი.

„Wendy’s საქართველო პირველი ფრანჩაიზია Wendy’s-ის საერთაშორისო სისტემაში, რომელმაც 2013 წლიდანვე ყველა ახალგახსნილ რესტორანში სათამაშო სივრცე შექმნა. შესაბამისად, წლების განმავლობაში Wendy’s-ის რესტორნებში სათამაშო სივრცეები მომხმარებლის გამოცდილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად ჩამოყალიბდა. VR Arena-ს გახსნა Wendy’s-ში ამ მიმართულების გაგრძელებაა - ტრადიციული სათამაშო სივრციდან უფრო ინტერაქტიულ და ტექნოლოგიურ გამოცდილებამდე.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Wendy’s-ში სტუმრობა მხოლოდ გემრიელ კვებასთან არ ასოცირდებოდეს. გვინდა, Wendy’s-ის რესტორანი იყოს ადგილი, სადაც ბავშვები, მეგობრები და ოჯახები სასიამოვნოდ ატარებენ დროს, ახალ გამოცდილებებს იღებენ და პოზიტიურ ემოციებს უზიარებენ ერთმანეთს“, — აცხადებს Wendy’s-ის მარკეტინგის დირექტორი ლექსო შენგელია.

VR Arena-ს სივრცეში მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობაც შეუძლიათ. Wendy’s-ში ყოველ 30 ლარის ღირებულების შენაძენზე მომხმარებელი VR Arena-ში 10 წუთს თამაშს საჩუქრად, უფასოდ მიიღებს.
ამასთან, იუბილარი, რომელიც დაბადების დღეს Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში გადაიხდის, სტუმრებთან ერთად VR Arena-ზე 20 წუთის განმავლობაში თამაშს საჩუქრად მიიღებს. იგივე შეთავაზებით ისარგებლებენ „ინფო ტურის“ მონაწილეებიც. VR Arena-ს ახალი სივრცე ყოველდღე, 11:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს.
(R)