ევჰენია კრავჩუკი - პოლიტიკურ რეპრესიებს ევროპულ დემოკრატიაში ადგილი არ აქვს - ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიან, უნდა შეეძლოთ შიშის გარეშე ლაპარაკი და მოქმედება

„ალდეს“ ვიცე-პრეზიდენტი და უკრაინის რადას დეპუტატი ევჰენია კრავჩუკი პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიასოლიდარობას უცხადებს და მის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც ევჰენია კრავჩუკი პლატფორმა X-ზე წერს, პოლიტიკურ რეპრესიებს ევროპულ დემოკრატიაში ადგილი არ აქვს.

„ერთი წლის წინ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პროტესტის მშვიდობიანი აქტის გამო დააკავეს. დღეს ის კვლავ გისოსებს მიღმა რჩება. როგორც „ალდეს“ ვიცე-პრეზიდენტი, მე სოლიდარობას ვუცხადებ ელენეს და ყველა ქართველს, ვინც აგრძელებს დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას. პოლიტიკურ რეპრესიებს ევროპულ დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. ელენე უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიან, უნდა შეეძლოთ შიშის გარეშე ლაპარაკი და მოქმედება. საქართველო მის ხალხს ეკუთვნის, ხოლო მათ მკაფიო არჩევანს დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ ყველამ პატივი უნდა სცეს“, - წერს ევჰენია კრავჩუკი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად