ალექსანდრ სტუბი - ფინეთმა უკრაინას თავდაცვითი საშუალებების პაკეტი  გამოუყო,  რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს - მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან, ეს მორალურად სწორია და ევროპის უსაფრთხოებას ეხება

ფინეთი უკრაინას 290 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“უკრაინა მომავალი ზამთრისთვის ემზადება და ესაჭიროება ნებისმიერი მხარდაჭერა, რომლის გაწევაც შეგვიძლია. დღეს ფინეთმა მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვითი საშუალებების რიგით 34-ე პაკეტის გამოყოფის თაობაზე, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს. პაკეტი მოიცავს აღჭურვილობას, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასწრაფოდ მოითხოვა.

უკრაინა თავდაცვითი ბრძოლის მეხუთე წელიწადშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან, ეს მორალურად სწორია, და ვინაიდან ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ეხება - და, შესაბამისად, ფინეთის უსაფრთხოებასაც”, - წერს სტუბი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში