მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია - „თავისუფლება ელენეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „თავისუფლება ელენეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ მიმდინარეობს, რომელიც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაპატიმრებიდან ერთი წლისთავს უკავშირდება.

საპროტესტო აქციას, რომლის ორგანიზატორიც მოძრაობა „პროტესტშია“, ქალი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მარიკა არევაძემ განაცხადა, ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია და მასთან ერთად, ქვეყანას კიდევ არაერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

„ზუსტად ერთი წლის წინ, იმისთვის, რომ ელენეს ერთის მხრივ ეჩვენებინა, რომ “ფლომასტერით” გაკეთებული წარწერა არ არის დანაშაული და ამის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ, ასევე, გამოეხატა სოლიდარობა ახალგაზრდა სტუდენტის მიმართ, რომელიც სწორედ ამ მუხლით, სპეცოპერაციით დააკავეს, ერთი წლის შემდგომ, sჩვენ ვხედავთ, რომ ელენე ხოშტარია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ელენე ხოშტარიასთან ერთად, არაერთი სხვა პოლიტიკური პატიმარი გვყავს. ასზე მეტ ქალს აქვს გამოვლილი ადმინისტრაციული პატიმრობა და მათი ნაწილი აქ დგას იმიტომ, რომ მოძრაობა „პროტესტში“ სწორედ ამის საფუძველზე არის შექმნილი და ის პატიმრობა გამოვლილ ქალებს აერთიანებს.

დღეს ეს მოძრაობა შეიკრიბა და ჩვენც, პოლიტიკოსი ქალები ვუერთდებით მათ განცხადებას, ვინაიდან ქალის ხმა და, ზოგადად, საპროტესტო საზოგადოების ხმა უნდა გაისმას იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით, არანაირი პატიმრობა არ იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ დაგვაშინონ, გაგვაჩერონ და ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ მოხდება ამ ქვეყნის გათავისუფლება, სანამ ყველა უკანონო პატიმარი არ დატოვებს ციხეს და სანამ საქართველო არ გათავისუფლდება რუსული მმართველობისგან“, - განაცხადა მარიკა არევაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად