ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპამ კიდევ ერთხელ რუსეთის უგუნური და სახიფათო ქმედებების ფონზე გაიღვიძა - რუსეთი დაინახავს, რომ ჩვენი სიმტკიცე მხოლოდ ძლიერდება

ევროპამ კიდევ ერთხელ რუსეთის უგუნური და სახიფათო ქმედებების ფონზე გაიღვიძა , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

“კიდევ ერთხელ ევროპამ რუსეთის უგუნური და სახიფათო ქმედებების ფონზე გაიღვიძა.

რუსულმა სამხედრო ხომალდმა დანიურ ვერტმფრენთან სახიფათოდ ახლოს სასიგნალო რაკეტები გაუშვა.

დრონი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, სანამ ნატო-ს საბრძოლო თვითმფრინავებით არ იქნა განადგურებული.

ეს ცალკეული ინციდენტები არ არის. ისინი ევროპის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიისა და პროვოკაციების უფრო ფართო შაბლონის ნაწილია და ჩვენს მზადყოფნასა და სიმტკიცეს ამოწმებს.

რუსეთი დაინახავს, რომ ჩვენი სიმტკიცე მხოლოდ ძლიერდება.

ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ შეკავებასა და თავდაცვას ნატო-სთან ერთად. და ვზრდით რუსეთზე ზეწოლას”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში