ბათუმი-თბილისის მატარებელი მოქალაქეს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.