კაია კალასი - უნდა გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას - ვასრულებთ მუშაობას სანქციების ყველაზე დიდ სიაზე

ევროკავშირმა შესაძლოა გაამკაცროს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, კალასმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ უნგრეთმა უკვე გააძევა 10 რუსი დიპლომატი. ასევე, ევროკავშირმა შეამცირა ევროკავშირში რუსეთის მისიის რაოდენობა.

“არსებობს უფრო გადამწყვეტი ქმედებების პოტენციალი. შეგვიძლია კიდევ უფრო გავამკაცროთ შენგენის ზონის ფარგლებში რუსი დიპლომატების გადაადგილების კონტროლი, შეგვიძლია ავკრძალოთ ყოფილი რუსი მებრძოლებისთვის ვიზების გაცემა. უნდა გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას. უნდა შევამციროთ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავდასხმებს ახორციელებენ ევროპულ ტერიტორიაზე,” - განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა რუსეთის დაფინანსების წყაროების შემცირების მნიშვნელობა. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციებმა უკვე წაართვა რუსეთის ეკონომიკას ტრილიონი ევრო.

“ახლა ვასრულებთ მუშაობას სანქციების დღეისთვის პირთა ყველაზე დიდი სიაზე. ასევე თანმიმდევრულად ვახდენთ “ჩრდილოვანი ფლოტის” ლიკვიდაციას. ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ოპერაციები წამყვან როლს თამაშობს საეჭვო გემების შემოწმებებში,” - განაცხადა კალასმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში