ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოლდოვაში რუსები ორჯერ უმიზნებდნენ მის თვითმფრინავს

ბოლო კვირების განმავლობაში რუსები ორჯერ უმიზნებდნენ მოლდოვაში ჩემს თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“მოლდოვაში იყო ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი, და ამიტომ დაესხნენ თავს მოლდოვას. როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, ისევ კიშინიოვით, იგივე გააკეთეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ნორვეგიიდან უკრაინაში მისი დაბრუნების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეში ერთი ან ორი დრონი შეიჭრა, რომლებზეც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. მან აღნიშნა, რომ ეს მისი და სხვა უცხოელი მაღალჩინოსნების დაშინების რუსეთის სტრატეგიის ნაწილია.

მან ასევე, აღნიშნა, რომ 13 სექტემბერს რუსული დრონი მოხვდა სამოქალაქო მატარებელს უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე. მაშინ, სხვა მატარებელში, რომელიც სწორედ ამ თავდასხმის დროს იაგოდინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, იყვნენ CIA-ის ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი და ევროპელი მაღალჩინოსნები.

“შეიძლება მათ არ იცოდნენ, რომ ზოგიერთი ამერიკელი იყო იქ ან, შესაძლოა, პირიქით, იცოდნენ, რადგან მე მათ არ ვენდობი. ვფიქრობ, რომ მათ იცოდნენ. ევროპელები, ამერიკელები - დიდი დელეგაცია იყო ამ მატარებელში და ისინი თავს დაესხნენ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში