აშშ და გერმანია სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს შეხვდა და მხარეებმა ნატო 3.0, ევროპული სამხედრო ხარჯების გაზრდისა და ორი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზების საკითხები განიხილეს.
ჰეგსეთმა და პისტორიუსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პენტაგონისა და გერმანიის შეიარაღების შესყიდვების სტრატეგიების დაკავშირებას ითვალისწინებს.
„ნატო 3.0 გერმანიის უდიდესი და ისტორიული სამრეწველო ბაზის საერთო თავდაცვის ინტერესებისთვის მუშაობას მოითხოვს“, - აღნიშნა პიტ ჰეგსეთმა.
ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია ევროპაში თავდაცვით შესაძლებლობებს აძლიერებს.
„ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს, რათა ტრანსატლანტიკური დარჩეს“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.