აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ „ლინდსი გრემის კანონპროექტის“ შესახებ კენჭისყრა 16 სექტემბერს გაიმართება, - ინფორმაციას უკრაინული მედია „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ საბოლოო კენჭისყრის წინ წარმომადგენლთა პალატაში კანონპროექტის განხილვის პროცესს პირადად გაუძღვება.
„ წარმომადგენელთა პალატის დარბაზში ლინდსი გრემის სანქციების შესახებ კანონის საბოლოო მიღებასთან დაკავშირებით დებატებს გავუძღვები“, - აღნიშნა მაკკოლმა.
მანამდე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის განხილვას მხარი პროცედურულ კენჭისყრაზე დაუჭირა.
კანონპროექტის განხილვას მხარი 214-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 211-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
ცნობისთვის, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
აშშ-ის სენატმა კანონპროექტს მხარი 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა.