აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის ქსელის ხუთ წევრს ტერორიზმის დაფინანსებისა და მკვლელობების დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის ქსელის ხუთ წევრს ტერორიზმის დაფინანსებისა და მკვლელობების დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი პირი, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დავალებით მოქმედებენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, თავდასხმებისა და მკვლელობების განხორციელებას გეგმავდნენ.

იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალდება რუსეთის მოქალაქეებს იური ხრამეევსა და მის შვილს კირილ ხრამეევს, კუბის მოქალაქეებს ოემის რომაგოსა დურუთის და იაიდელ დელგადო სუარესს, ასევე, ვენესუელის მოქალაქეს ანხელ ედუარდო კასტროს წაუყენა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ბრალდებულები ამ დრომდე მიმალვაში რჩებიან.

დეპარტამენტის საბრალდებო დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქსელი აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ადამიანებს სათვალთვალო ოპერაციებისთვის ან მკვლელობების შესასრულებლად თანხებს უხდიდა ან მათ დაქირავებას ცდილობდა.

ასევე, რუსეთის დაზვერვის ქსელი თანამზრახველებს ავალებდა, რომ უკრაინის მოკავშირე ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები განეხორციელებინათ.

დეპარტამენტის განცხადების თანახმად, რუსეთის დაზვერვის ქსელი დაქირავებული პირების მეშვეობით აშშ-ისა და ლიეტუვაში რუს დისიდენტებს უთვალთვალებდა.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ში რუსი დისიდენტის მკვლელობა იგეგმებოდა.

„შეთქმულება რუსი დისიდენტის მკვლელობას ითვალისწინებდა, რომელიც გამოძიების ვერსიით, ვაშინგტონში იმყოფებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად