ტერაბანკის დაფინანსებით კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გაიხსნა

ტერაბანკის მხარდაჭერით კაჭრეთში ახალი საავიაციო-ტურისტული კომპლექსი — „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) გაიხსნა. პროექტის დასაფინანსებლად ტერაბანკმა 10 მილიონი ლარის სესხი გამოყო.

დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ ფარგლებში გაიცა. პროგრამა საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებასა და სააგენტოს საგარანტიო უზრუნველყოფას მოიცავს.

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ „ამბასადორი ჯგუფის“ 15 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტია. მისი მიზანია საქართველოში მცირე ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარება.

16 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი ერთ სივრცეში აერთიანებს საავიაციო ინფრასტრუქტურას, საფრენოსნო სკოლას, საავიაციო კლუბს, თვითმფრინავების ანგარსა და ავია-ვილების სარეზიდენციო დასახლებას.

კომპლექსის ტერიტორიაზე საერთაშორისო დონის საფრენოსნო სკოლაც ფუნქციონირებს. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები თეორიულ სწავლებას უნივერსიტეტში გაივლიან, პრაქტიკულ მომზადებას კი საავიაციო სოფელში.

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ ასევე აერთიანებს ავია-ვილების დასახლებას, სარეზიდენციო სივრცეს კერძო თვითმფრინავების მფლობელებისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

ტერაბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად რეგიონებში ტურიზმისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

(R)

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად