ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის მიზანი ცალკეული ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე გაცილებით ფართოა - მას სურს, რუსეთის ნაწილად მთელი უკრაინა იქცეს

პუტინს სურს რუსეთის ნაწილად მთელი უკრაინა იქცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია აქვს და რამდენიმე კილომეტრი სჭირდება? ამიტომ, ძალიან უცნაურია, როდესაც ზოგიერთი პარტნიორი ამბობს: „მას უკრაინის მხოლოდ ეს ნაწილი სჭირდება, აი ეს კილომეტრები და მეტი აღარ. მისი მიზანი ცალკეული ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე გაცილებით ფართოა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის თქმით, შეუძლებელია ომის ისეთი გადაწყვეტის მოძებნა, რომელიც უკრაინისთვის და რუსეთისთვისაც „ორმხრივად მომგებიანი“ იქნება.

„ამ ომში ორივე მხარისთვის მომგებიანი შედეგი ვერ იქნება. ახლა ნამდვილი გამარჯვება ომის შეჩერებაა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. მთავარი ყველასთვის გამარჯვებაა, არა მხოლოდ უკრაინისთვის, ან რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად