საუდის არაბეთმა მექას მახლობლად „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკი ტურკი ალ-მალქის ცნობით, თავდაცვის ძალებმა დრონი იქამდე ჩამოაგდეს, ვიდრე წმინდა ქალაქის აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა.
ალ-მალქიმ აღნიშნა, რომ მექას უსაფრთხოება „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.
„ჰუსიტების“ განცხადებით, საუდის არაბეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მექაზე თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა.